ყველას ნახვა

ყველასათვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ფაქტი რა ჩაიდინა ივანიშვილმა?!

ყველასათვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ფაქტი რა ჩაიდინა ივანიშვილმა?!
ტვ პირველის ინფორმაციით, ფული, 300 მილიონი ერთი არჩევნებისთვის, რომელსაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი არჩევნების წინ ხარჯავს რუსეთის მიცემულია.
მედიის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რუსეთიდან საქართველოში, ფულის შემოტანის გზა, რომელიც ოფშორული კომპანიებით ინიღბება.
“ქართუ ფონდის” ოფიციალური ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რომელიც  2021 წლის 19 აპრილს გამოქვეყნდა, 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდის სახელით, 304 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს 2-ჯერ უფრო მეტია, 2018 წლის ხარჯთან შედარებით. ამ დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რას მოხმარდა ეს ფული, თუმცა, მედიის ცნობით, სავარაუდოდ ეს ის მილიონებია, რომელიც 2018 წლის ბოლოს ამომრჩევლების მოსასყიდად, ე.წ. სესხების განულების პროგრამისთვის დაიხარჯა.
304 მილიონიდან, ფულის ნაწილი, “ქართუ ფონდის” ქართულ ანგარიშზე 7 ოფშორული კომპანიიდან ჩარიცხეს. “შაბათის ეთერის”  ყურადღებას კომპანია “ვენითი ოვერსიზ ლიმითედი” იქცევს. ეს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმაა, დოკუმენტში წერია, რომ მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. 
რუსეთის ერთიანი რეესტრის 2023 წლის 1 ნოემბრის ამონაწერით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ოფშორული ფირმა დღემდე  რუსეთში კომპანია ,,აქვა სფეისს’’ ფლობს. ანუ, მიერ მოპოვებული დოკუმენტების ერთობლიობით დგინდება, რომ ოფშორული კომპანია “ვენითი ოვერსიზ ლიმითედი”, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თან რუსეთში ეწევა ბიზნეს საქმიანობას და თან  “ქართუ” ფონდში მილიონებს რიცხავს.
რუსული ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი გენადი გუდკოი და პუტინის პარტიის ყოფილი წევრი, პირდაპირ ამბობს, რომ პუტინი ივანიშვილს საქართველოში ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფულს უხდის.
,,აქვა სფეისის’’ დირექტორი ოლგა ბარავიკოვააა. შაბათის ეთერის წყაროს ინფორმაციით, ბარავიკოვა, უკვე წლებია, ივანიშვილის სანდო პირია. ის ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიებში, ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა და საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, მილიარდერი მას ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას ავალებდა.
ეს იმას არ ნიშნავს რომ ბარავიკოვა ბიძინას რუსულ ბიზნესებს მართავს, ის მხოლოდ მისი ოფიციალური წარმომადგენელია, რეალურად კი რუსული აქტივები, ივანიშვილის დისშვილის ხელშია.
კობიაშვილია მითითებული, რუსული ,,აქვა სფეისის’’ ქართული ანალოგის, შპს ,,აკვა ცენტრის’’ დირექტორადაც. ქართულ რეესტრში ვკითხულობთ, რომ რუსულის მსგავსად, თბილისში რეგისტრირებულ ამ კომპანიასაც, ოფშორული Vanity Overseas Limited -ი ფლობს. აქაური აკვას საქმიანობის სფეროც, რუსულის ანალოგიურია.
ქართული აქვა ცენტრი პირდაპირ კავშირშია რუსულ აქვა სფეისთან, რუსული “აქვა სფეისი” ოფშორულ კომპანია “ვენითი ოვერსიზ ლიმითედთან”, ეს უკანასკნელი კი ბიძინა ივანიშვილთან, ამის კიდევ ერთი დასტური ეს დოკუმენტია. აქ შავით თეთრზე წერია, რომ რუსული “ქავას” მფლობელი “ვენითი ოვერსიზი”, 2020 წლამდე ფლობდა, ოლიგარქის შპს ბურჯსაც. ბურჯი კი ის კომპანიაა, სადაც ქართველი მილიარდერი, ყველაზე დიდ ფულს ატრიალებდა.
3 წლის წინ, სავარაუდოდ ოფშორის კვალის გასაქრობად, საეჭვო რეპუტაციის  ვენითი ოვერსიზ ლიმიტედმა, საკუთარი წილი, ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ, ფონდ ქართუს გადაუფორმა.
ფონდი “ქართუს” ანგარიშებით დგინდება, რომ ივანიშვილს იმ ოფშორული კომპანიიდან, რომელიც რუსეთში ბიზნესს ფლობს,  საქართველოში მილიონები, მინიმუმ 2019 წლამდე შემოჰქონდა.
წყარო – ტვ პირველი



რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება...
რეკლამა საიტზე