ყველას ნახვა

რთულია იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია... გამოსავალი ნაპოვნია სააკაშვილი შეწყალება გადაწყევტილია...

რთულია იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია... გამოსავალი ნაპოვნია სააკაშვილი  შეწყალება გადაწყევტილია...
საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ძმა, ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "პრო­რუ­სუ­ლია".
რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ არ შეს­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, ევ­რო­კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად რე­კო­მენ­და­ცი­ას არ გას­ცემ­და.
"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დღეს, ასე­თი რბი­ლი პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვოთ უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე. და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცია რას ნიშ­ნავს? რა არის მო­სა­გე­ბი? რო­დის მო­ვი­გეთ, როცა რუ­სე­თის მი­მართ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა გვქონ­და. ომი არ არის, როცა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კაცი მოკ­ლეს? ადა­მი­ა­ნებს იტა­ცე­ბენ ყო­ველ­დღი­უ­რად, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია ე.წ. სა­ზღვარ­ზე. რას ფიქ­რობთ, ეს არ არის ომი? ამას თუ და­ვა­მა­ტებთ იმას, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს "ჰიბ­რი­დუ­ლი ომი“... ასე­ვე, რას ნიშ­ნავს ის ფაქ­ტი, რომ ად­ვი­ლად შე­მო­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ასი ათას რუს­ზე მეტი. ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რა კონ­ტროლს ვა­წე­სებთ? არ გვექ­ნე­ბა ომი, თუ ჩუ­მად ვიქ­ნე­ბით და ყვე­ლა­ფერს და­ვე­თან­ხმე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მისი გან­მარ­ტე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ, შე­საძ­ლოა, ღი­მი­ლით შეხ­ვდნენ ევ­რო­პე­ლებს და ხელი ჩა­მო­არ­თვან, მაგ­რამ ეს მათ პო­ლი­ტი­კას მთლი­ა­ნად არ წარ­მო­ად­გენს."პო­ლი­ტი­კა არის ფაქ­ტე­ბი. რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გეს, რა იყო ევ­რო­პის­კენ პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯი. რას ნიშ­ნავს იმ­პიჩ­მენ­ტი? გა­მო­დი­ან საბ­ჭო­უ­რი ტი­პე­ბი, საბ­ჭო­უ­რი ნიღ­ბე­ბით და სი­ტყვე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
მისი შე­ფა­სე­ბით, ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი იყო პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი, რომ­ლი­თაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა უნ­დო­დათ.
"რე­ა­ლუ­რად გა­და­ყე­ნე­ბა უნ­დო­დათ, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ორი რამ არის პო­ზი­ტი­უ­რი. პირ­ვე­ლი, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მთლი­ა­ნად არ და­თან­ხმდა, ეს უკვე კარ­გის ნი­შა­ნია. მე­ო­რე, თუ რა იყო ოპო­ზი­ცი­ის რე­აქ­ცია, ამა­ზეც იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, შე­იძ­ლე­ბა ერთს ამ­ბო­ბენ და მე­ო­რეს გა­ა­კე­თე­ბე­ნო. გა­მო­ვი­და, რომ ამ სა­კი­თხზე ერ­თობ­ლი­ვი ფრონ­ტი იყო მთლი­ა­ნად“,- გა­ნა­ცხა­და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
გარ­და ამი­სა, მან სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა. ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მასა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­დათ.
"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დიდი როლი ჰქონ­და, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და. მთლი­ა­ნად გა­და­ა­ყი­რა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ქცე­ვე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­პის მხა­რეს "შეგ­ვაგ­დო“. ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა პო­ზი­ტი­უ­რი. შე­იძ­ლე­ბა ჩვენ არ ვართ ამას შეჩ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ, სწო­რედ ამის­თვის არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ სა­ჭი­როა ცვლი­ლე­ბე­ბი. დიდ­ხანს არ უნდა იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მერე მო­დის სხვა ტი­პის სირ­თუ­ლე­ე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნია, რომ მისი ად­გი­ლი და სა­ვარ­ძე­ლი მუდ­მი­ვია“,-გა­ნა­ცხა­და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
კი­თხვა­ზე, უნდა შე­ი­წყა­ლოს თუ არა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­კი­თხია.
"საკ­მა­ოდ რთუ­ლია, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და არ ვიცი, რას ნიშ­ნავს იუ­რი­დი­უ­ლად მისი შე­წყა­ლე­ბა. ნამ­დვი­ლად გა­მო­კეთ­და, ეს ვიცი, მაგ­რამ სა­ჭი­როა სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­კეთ­დეს. ვფიქ­რობ, რთუ­ლია იყოს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში. ვიცი, რომ ჩემი და გა­მო­სა­ვალს ეძებ­და. პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ში გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა ცოტა რთუ­ლია იმი­ტომ, რომ ერ­თია მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ახ­სოვს, რა რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი გა­მო­ი­ა­რა და შე­იძ­ლე­ბა შე­წყა­ლე­ბა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს. როცა არის გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დე­ბი და სა­ჭი­როა წინ წა­ვი­წი­ოთ, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამის გამო გა­თიშ­ვა“,- გა­ნა­ცხა­და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის."ვი­საც ეკუთ­ვნის უნდა თქვა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის. ალ­ბათ, ესეც ავი­წყდე­ბათ. თუ გა­დავ­ხე­დავთ დღე­ვან­დელ დღეს, არ ვიცი, ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბა არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასი ათა­სო­ბით რუსი შე­მო­ვი­და და არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ არის. რა მოგ­ვი­ტა­ნა ამან პო­ზი­ტი­ვი? როცა ეთან­ხმე­ბი­ან კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბებს, რას ნიშ­ნავს? როცა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი. რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას?. 100%-ით მჯე­რა, რომ ეს რე­კო­მენ­და­ცია უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არის ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბის. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო სუ­რა­თი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებ­და, რომ ხალ­ხი გა­მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ გამო, ეს რე­კო­მენ­და­ცია არ იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
ამას­თან, ის ფიქ­რობს, რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის შან­სე­ბი გარ­თულ­დე­ბა, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან არ ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ. გარ­და ამი­სა, მან გა­და­ცე­მა­ში ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ შე­საძ­ლოა, მას ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და გათ­ვლი­ლი.
"თუ რუ­სე­თის კაცი არ არის, რა­ტომ აკე­თებს რუ­სე­თის საქ­მეს? ფაქ­ტე­ბი ფაქ­ტე­ბია. რა­ტომ არ ამ­ბობს ამის წი­ნა­აღ­მდეგ სი­ტყვას. თუ ასე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი არის, რა­ტომ არ შე­ა­ჩე­რა ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის­კენ მიგ­ვიყ­ვანს. ხალ­ხმა წა­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მთავ­რო­ბამ კი არა“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
რეკლამა საიტზე