ყველას ნახვა

ძალიან მალე დასრულდება ხელისუფლება... რა ვერ აპატია ივანიშვილმა ქართველ ხალხს

ძალიან მალე დასრულდება   ხელისუფლება...  რა ვერ აპატია ივანიშვილმა ქართველ ხალხს
„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– „პატრიოტთა ალიანსიდან“ 4 დეპუტატი შევიდა პარლამენტში და ფრაქცია შექმნეს. ასევე, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი შედიან. იურიდიულად, ეს პარლამენტი უკვე აღარ არის ერთპარტიული. ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ სასარგებლოს შეცვლის რაიმეს?
– არა, ეს არაფერს შესცვლის. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარგად იციან, თუ მთავარი ოპოზიციური ძალები არ შევლენ პარლამენტში, ძალიან მალე დასრულდება მათი ხელისუფლება. საქართველო არ არის ერთი პარტიის, ერთპარტიული მმართველობის ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის.  თუ საქართველოს ეყოლება დემოკრატიულად, გაუყალბებელი არჩევნებით არჩეული ხელისუფლება, მაშინ მთელი მსოფლიო სცემს პატივს და საერთაშორისო არენაზე დაფასება ექნება. ამ ერთპარტიულ პარლამენტს დემოკრატიული მსოფლიო არ იგუებს, მასთან არ ითანამშრომლებს. არც ევროსაბჭო, არც ევროკავშირი და არც ამერიკა. „ქართულმა  ოცნებამ“ როგორმე უნდა შეიყვანოს ოპოზიცია პარლამენტში, რაც ძნელი დასაჯერებელია. ანდა, უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და გამოსავალი ამაში ნახოს. ერთპარტიული პარლამენტის მიერ მართული ქვეყნები, სტანდარტულ და ჩვეულებრივ ვითარებაში, მყარი სტაბილურობის პირობებში  ვერ ძლებენ და მით უმეტეს, დიდხანს ვერ გაძლებს ეს პარლამენტი, როდესაც ქვეყანაში ამხელა რყევები და გამოწვევებია – პანდემია, პანდემიით გამოწვეული უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, უზარმაზარი საგარეო ვალი, ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია, სამართლებრივად მოუწესრიგებელი და მოშლილი სახელმწიფო გვაქვს. რა ვიცი, იმდენი პრობლემაა  ქვეყანაში, ყველას რა ჩამოთვლის? კომუნისტური, ერთპარტიული სისტემა შექმნეს. რაც არ უნდა  მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“, ამგვარ პარლამენტთან და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან, სრულფასოვნად არავინ ითანამშრომლებს. არ ეყოლებათ წარმომადგენლები ევროსტრუქტურებში, საგარეო ურთიერთობებში მუდმივი პრობლემა ექნებათ, საგარეო საქმეთა მინისტრს, ელემენტარულად, გაუჭირდება, რომელიმე ქვეყნის საგარეო მინისტრს შეხვდეს. აგერ გვაქვს ბელარუსის მაგალითი. დემოკრატიული ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები ახლოს არ იკარებენ მათ წარმომადგენლებს.

– ირაკლი კობახიძე მემკვიდრედ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, მამუკა მდინარაძე პარტიის აღმასრულებელი მდივანია და აჩიკო თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე. ეს გუნდი მოიაზრება „ქართული ოცნების“ შიგნით პროდასავლურ ძალად. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა რუსეთის დავალებების შესრულება შეწყვიტა, პრორუსულ პოლიტიკაზე უარი თქვა და ახლა პროდასავლურ ძალებს გადააბარა ხელისუფლება?
– ბიძინა ივანიშვილი 8 წელი ემსახურა რუსეთს და ანაკლიის პორტის  პროექტის დაბლოკვიდან დაწყებული, ყველაფერი შეუსრულა. გადაავსო ხელისუფლება პრორუსული კადრებით. ახლა წავიდა ივანიშვილი და კობახიძე დატოვა ვოლსკისთან ერთად. ამით რუსეთს უთხრა, მე კი წავედი და ახლა ამათთან ითანამშრომლეთ, რასაც ეტყვით, იმას გააკეთებენო. რის პროდასავლელია კობახიძე? გავრილოვის ამბავი მის მიერ არ იყო მოწყობილი?  ხელისუფლების რომელიმე პრორუსული გადაწყვეტილება გააკრიტიკა? არც ერთი. ეს ხალხი არ არის პროდასავლური, გამოკვეთილად პრორუსული ძალები არიან და ვიღაცებს, გაუთვითცნობიერებელ ხალხს, შესაძლოა, პროდასავლურებად მოეჩვენოთ. ევროპასა და ამერიკაში სასაცილოდ არ ჰყოფნით მათი პროდასავლურობა. პორტები, მილსადენები, გაზი, ოქრო, ყველაფერი რუსეთს ჩაუგდო ხელში ივანიშვილმა, დაბლოკა ყველა დასავლური პროექტი. 2016  წლიდან  „ქართულ ოცნებაში“ არიან კობახიძე, მდინარაძე და თალაკვაძე და ამ 4 წლის მანძილზე, ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რომ ივანიშვილი რუსეთის ამ და სხვა დაკვეთებს ასრულებსო. ერთხელ არ დამდგარან დასავლეთის ინტერესების მხარეს. ყველაფერზე თავი უქნიეს ივანიშვილს. მათი დიდი დამსახურებაა, ქვეყანა რომ  ამ კატასტროფის წინაშე დგას. წინა ხელისუფლების დროს საგარეო ვალი იყო 8 მილიონი და ახლა 30 მილიონია. ამ ადამიანებმა შექმნეს ეს ვითარება ქვეყანაში. ეს იყო რუსეთის დავალება, რომ საქართველო დაცემულიყო და  ეკონომიურად გაპარტახებულიყო.
– ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება, 5 მილიარდი გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა. ეს რა ტრუკია?

ვრცლად იხ. აქ

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
სასწრაფოდ: ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
სასწრაფოდ: ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე