ყველას ნახვა

სასწრაფოდ! დიპლომატიური სკანდალი... ბაიდენის მოსვლით შეგულიანებული... რას წერენ უკრაინული და რუსული გამოცემები სააკაშვილზე.. სკანდალური სათაურები

სასწრაფოდ! დიპლომატიური სკანდალი...  ბაიდენის მოსვლით შეგულიანებული...  რას წერენ უკრაინული და რუსული გამოცემები სააკაშვილზე.. სკანდალური სათაურები
ამ დღეებში რუსულ და უკრაინულ პოპულარულ გამოცემებში - "სვობოდნაია პრესა"-ში ("Свободная пресса") და "სტრანა"-ში ("Страна") პუბლიკაციები გამოქვეყნდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებია კომენტირებული. ერთ-ერთი სტატიის სათაური ასეთია - "კიევში განმარტეს, თუ რატომ "გააქტიურდა" ასე უეცრად მიხეილ სააკაშვილი", ხოლო მეორის - "მიხოს შეტევა. აყრიან თუ არა სააკაშვილს უკრაინულ რეგალიებს საქართველოში ბუნტის წაქეზებისთვის?".
გთავაზობთ მასალების მიმოხილვას:
დიპლომატიური სკანდალი
როგორც რუსული "სვობოდნაია პრესა" აღნიშნავს, უკრაინასა და საქართველოს

შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური სკანდალები გრძელდება. ამჯერად სიტუაცია ასე განვითარდა: ნაპრეზიდენტალმა და ნაგუბერნატორალმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკრაინაში აღმასკომის თავმჯდომარეობასაც ხელი გამოჰკრა, კიევიდან ქართველებს ანტივირუსული კარანტინის საწინააღმდეგო აქციებისკენ მოუწოდა, რისთვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. სამინისტროდან გამოსულმა უკრაინელმა დიპლომატმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ნეგატიურად 
შეაფასა და განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მოქმედება ხელს არ შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილმა იუკადრისა - როგორ გაბედა იგორ დოლგოვმა ჩემი კრიტიკაო და ელჩს დასცხო - "ეს კაცი პეტრო პოროშენკომ დანიშნა ელჩად, ვლადიმერ ზელენსკის დროს მოხსნას გადაურჩა და ახლა თვითონ აზიანებს თავისი ქცევით უკრაინის საერთაშორისო იმიჯს, მან ხელი შეუშალა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას, ანუ თავისი მოქმედებით საქართველოსთან ურთიერთობას აუარესებსო". უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგორ დოლგოვის მხარე დაიკავა და განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არანაირი მტკიცებულებები არ აქვს ჩვენს ელჩს ასეთი რამ დააბრალოს, მას ემოციები ალაპარაკებსო".
ჯო ბაიდენის მოსვლით შეგულიანებული...
თავის მხრივ, უკრაინული "სტრანა" წერს: ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მოჰყვება სააკაშვილის მიერ თავის მომხრეთა "წაქეზებას" საქართველოში და როგორ აისახება ეს ყველაფერი მის კარიერაზე უკრაინაში.
საექსპერტო წრეებში ნაპრეზიდენტალის ასეთ გააქტიურებას აშშ-ში ხელისუფლების შეცვლით ხსნიან. როგორც პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საქართველოში ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს - მას იმედი აქვს, რომ ამაში მხარს დაუჭერს ჯო ბაიდენი, რომელთანაც მას მეგობრული დამოკიდებულება აქვს. ალბათ, ექს-პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოცნებობს.

"მიხეილ სააკაშვილი მიანიშნებს, ან მას ჰგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ მან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის დამატებითი ინსტრუმენტი მიიღო და იმედი გაუჩნდა, რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემას დაუბრუნდება", - ამბობს რუსლან ბორტნიკი "სტრანას" კორესპონდენტთან საუბარში.

გადაწონის თუ არა ამერიკული ფაქტორი
"სტრანა" დაუკავშირდა ქართველ პოლიტოლოგს გიორგი წასიძეს თბილისში: "როგორც ჩანს, უახლოეს ხანში შეიძლება ველოდოთ სიტუაციის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მხრიდან, ვადამდელი არჩევნების არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რომელშიც იგი თვითონაც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს გიორგი წასიძე.
ექსპერტის პროგნოზით, მიხეილ სააკაშვილის "ძირგამომთხრელი განცხადებების" გამო უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობა არ გართულდება: "ეს მიხოს პირველი მსგავსი განცხადება არ არის, ასეთი ვითარება უკვე დიდი ხანია არსებობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა იმდენად სუსტია, რომ მას ძალაც კი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედების მიზნით".

წყარო განაგრძეთ კითხვა კვირის პალიტრა

რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე