ყველას ნახვა

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთ ჩემს ნათესავს კარიერა არ გაუკეთებია ყველა გაფრთხილებული იყო...

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთ ჩემს ნათესავს კარიერა არ გაუკეთებია ყველა გაფრთხილებული იყო...
 ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთ ჩემს ნათესავს კარიერა არ გაუკეთებია ყველა გაფრთხილებული იყო...
"ყველა გაფრთხილებული იყო, თუ მათთან ჩემი ნათესავი ან ძმა მივიდოდა, იმწამსვე დაერეკათ ჩემთვის  ან შინაგან საქმეთა მინისტრისთვის და გენერალური პროკურორისთვის"

უკრაინაში დასაქმებულ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ დღეებში  რახიმბეკ აბდრახამოვი, ყახაზეთის ქალაქ ატირაუს (ყოფ. გურიევის - "ნავთობის დედაქალაქის") ყოველკვირეული გაზეთის - "აკ-ჟაიკ"-ის (Ақ Жайық) ჟურნალისტი ესაუბრა. 17 თებერვალს ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი და შემოკლებული ტექსტური ვერსია გამოცემის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

რახიმბეკ აბდრახამოვი: ვთქვათ და თქვენ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი გახდით - რას

გააკეთებდით პირველ რიგში?
მიხეილ სააკაშვილი: "პირველ რიგში აუცილებელია მერიტოკრატიის (ნიჭიერი, უნარიანი მმართველთა ელიტის) შექმნა. თანამდებობებზე ადამიანები ღია კონკურსებით, ტალანტის მიხედვით უნდა დაინიშნონ. მე, მაგალითად, ვინც კი მჭირდებოდა [სამსახურში], ყველა კონკურსით ამყავდა. ეს იმიტომ, რომ, როგორც კი დაიწყებ თანაკლასელების, თანაკურსელების, ნათლიებისა და ნათლულების სამსახურში მიყვანას, ამით 
კარგი არაფერი გამოვა.

საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში (მანამდე კი მე ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი...), არც ერთ ჩემს ნათესავს კარიერა არ გაუკეთებია არც პოლიტიკაში და არც ბიზნესში. მე მათ სპეციალურად ვადევნებდი თვალს, რომ კარიერა არ გაეკეთებინათ. შეიძლება ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ მე ასეთი მიდგომით ხელს ვუშლი ჩემს ძმებს... რა ვიცი, კიდევ... ჩემს ბიძას, ბიძაშვილებს... მე თვალს ვადევნებდი და ხელს ვუშლიდი, რომ ისინი არ დასაქმებულიყვნენ სახელმწიფო აპარატში და ჩემს ზურგს უკან რამე არ გაეკეთებინათ... ყველა გაფრთხილებული იყო, თუ მათთან ჩემი ნათესავი ან ძმა მივიდოდა, იმწამსვე დაერეკათ ჩემთვის ან შინაგან საქმეთა მინისტრისთვის და გენერალური პროკურორისთვის. მათ უკვე ჰქონდათ ჩემგან მიცემული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა უნდა ექნათ მათთან მისულ ჩემი ძმისათვის, რომელიც მე მიყვარს [ძმის სიყვარული პირადი ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება], მაგრამ მე ის არ მეყვარება ოლიგარქის ან მაღალჩინოსნის სახით". წყაროს  (წყარო)
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
ვინ არის პირი, რომელიც მოსახლეობას აშინებს და მუქარის ზარებს ახორციელებს ელისო კილაძის სკანდალური ფოტო
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა