ყველას ნახვა

ამ წუთებში ვრცელდება პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება ვადამდელ საპარლემენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

ამ წუთებში ვრცელდება პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება ვადამდელ საპარლემენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
ამ წუთბში ვრცელდება პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება ვადამდელ საპარლემენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. პარტიებს თუ სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი შედგა საკითხებზე, რომელიც არის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან.
 
„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო, თუ მათ ინტერესებში შედის ბატონი მელიას ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, იგი იყოს გამოყვანილი ციხიდან.
 
მეორე საკითხი შეეხებოდა სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში, ამაზე უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ეს მოიცავს ვრცელ კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ საარჩევნო რეფორმა, ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.
 
მესამე საკითხი – ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. ეს მე გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეებს საღი კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
ნახეთ ვიდეო ↓ ვადამდელი არჩევნები არ განიხილება – ირაკლი ღარიბაშვილი
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს (იხ. ვიდეო)
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს - "არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!"
"ევროპის მოედანზე შეკრებილთა საერთო რაოდენობა 17 ათასი ადამიანია" - მამუკა მდინარაძე
სასწრაფოდ: რა ხდება ამ წუთებში თბილისის ცენტრში რა ჩაიდინა პოლიციამ (იხ. შოკისმომგვრელი კადრები)
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა